სოფო ჯაფარიძე
სოფო ჯაფარიძე არის პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში. ამავდროულად, ის არის გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე. კომისია, სხვა საკითხებთან ერთად, პასუხისმგებელია ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების იმპლემენტაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით შესაბამისი სახელმწიფო უწყებების საქმიანობის კოორდინაციაზე. 2011 წლის ნოემბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე სოფო ჯაფარიძე იყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე. საჯარო სექტორში დაბრუნებამდე, 10 წლის განმავლობაში, ის მუშაობდა სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორც სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისევე, როგორც გაეროს ორგანოების მიერ განსახილველ საქმეებზე. სოფო ჯაფრიძეს აქვს მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში (ესექსის უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფო, 2009-2010) და ბაკალავრის ხარისხი სამართალში (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
გოჩა ლორთქიფანიძე
გოჩა ლორთქიფანიძე დაიბადა 1964 წლის 3 თებერვალს ქ. ფოთში. 1981 წელს მან დაამთავრა თეოფანე დავითაიას სახელობის ქ. ფოთის №1 საშუალო სკოლა. 1986-1989 წლებში ის იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და შემდეგი სამი წლის განმავლობაში სწავლობდა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში. მან დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი 1991 წელს იურისტი-სამართალმცოდნის დიპლომით. 1995 წელს დაამთავრა ესექსის უნივერსიტეტის (ინგლისი) სამაგისტრო პროგრამა ადამიანის უფლებების სამართალში და მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი. 2003-2004 წლებში წარმატებით გაიარა ჰარვარდის სამართლის სკოლის (აშშ) მაგისტრატურა, რისთვისაც მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო სამართლებრივ მეცნიერებებში. 2011 წლიდან არის ფორდამის სამართლის სკოლის (აშშ) დოქტორანტი, მუშაობს სადისერტაციო თემაზე – საერთაშორისო ორგანიზაციების შემდგომი პრაქტიკა. გოჩა ლორთქიფანიძე 1991-2005 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მრავალმხრივი დიპლომატიის სფეროში. 1999-2003 წლებში მუშაობდა გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩევლად, შემდეგ კი უფროს მრჩევლად. 2005 წელს ის დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში. 2007-2010 წლებში იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, 2010-2013 წლებში – ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი. გოჩა ლორთქიფანიძეს აქვს საერთაშორისო ორგანოებში საქმიანობის გამოცდილება: 1997 წელს იყო სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციის მხარე სახელმწიფოების მე-19 შეხვედრის ვიცე-პრეზიდენტი, 2001 წელს – გაეროს ქარტიის სპეციალური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, 2002 წელს – რასობრივი დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრის კონვენციის მხარე სახელმწიფოების მე-19 შეხვედრის ვიცე-პრეზიდენტი.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, მარიამ ჯაჯანიძე, ელ.ფოსტა: mjajanidze@gov.ge
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ქეთევან სარაჯიშვილი, ელ.ფოსტა: ksarajishvili@justice.gov.ge
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაკა ფერაძე, ელ.ფოსტა: m.peradze@mia.gov.ge
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სოფო ჩანთაძე, ელ.ფოსტა: schantadze@hotmail.com
საქართველოს გენერალური პროკურატურა, სალომე შენგელია, ელ.ფოსტა: sshengelia@pog.gov.ge
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ნინო ოდიშარია, ელ.ფოსტა: nodisharia@moh.gov.ge
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მაგდა მამუკაშვილი, ელ.ფოსტა: m.mamukashvili@mrda.gov.ge
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ნათია გულუა, ელ.ფოსტა: n.gulua@mof.ge
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ირინე ბართაია, ელ.ფოსტა: ibartaia@mfa.gov.ge
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მაკა პეტრიაშვილი, ელ.ფოსტა: mpetriashvili@mod.gov.ge
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ქეთევან გოგუა, ელ.ფოსტა: kgogua@economy.ge
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ლალი დევიძე, ელ.ფოსტა: l.devidze@smr.gov.ge
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, ლაშა ჯინჯიხაძე, ელ.ფოსტა: ljinjikhadze@moh.gov.ge
საჯარო სამსახურის ბიურო, მაია დვალიშვილი, ელ.ფოსტა: mdvalishvili@csb.gov.ge
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ლია ჩარექიშვილი, ელ.ფოსტა: licha@geostat.ge
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, ანა ილურიძე, ელ.ფოსტა: ailuridze@ombudsman.ge
საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, მარიამ ციცქიშვილი, ელ.ფოსტა: mtsitskishvili@ndi.org.ge
საქართველოს უზენაესი სასამართლო, ანა შალამბერიძე, ელ.ფოსტა: a.shalamberidze@supremecourt.ge
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, ცირა გამცემლიძე, tgamtsemlidze@legalaid.ge