მანდატი
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია წარმოადგენს ინსტიტუციონალურ მექანიზმს, რომელიც სამოქალაქო სექტორისა და განვითარების პარტნიორების მხარდაჭერით შეიქმნა აღმასრულებელ ხელისუფლებაში საქართველოს მთავრობის N286 (12/06/2017) დადგენილების საფუძველზე. კომისია პასუხისმგებელია გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების მიმართულებით პოლიტიკის კონსოლიდაციაზე. ამავდროულად, კომისია წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ახლახანს რატიფიცირებული ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) მე-10 მუხლით გათვალისწინებულ ეროვნულ საკოორდინაციო და მონიტორინგის მექანიზმს. კომისია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას. კომისია inter alia წარმოადგენს ისეთი პოლიტიკის მხარდაჭერის ფორმირების, აღსრულების, მონიტორინგის, შეფასების, ადვოკატირებისა და მობილიზების პლატფორმას, რომელიც მხარს უჭერს საქართველოში ქალების და გოგოების გაძლიერებას. კომისია უფლებამოსილია შეიმუშავოს თემატური სამოქმედო გეგმები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა; უზრუნველყოს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების იპლმენეტაცია; წაახალისოს და ხელი შეუწყოს გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვას ყველა სამინისტროში; დანერგოს / ხელი შეუწყოს გენდერული პოლიტიკის (სამოქმედო გეგმების) განხორციელებას, მათ შორის, აღნიშნული პოლიტიკის მონიტორინგსა და შეფასებას; ხელი შეუწყოს / წაახალისოს სქესის მიხედვით სეგრეგირებული მონაცემების შეგროვებას, ანალიზს და კვლევას; მხარი დაუჭიროს გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებებში კვალიფიკაციის ამაღლებას; უზრუნველყოს კანონების შემუშავება და ინიცირება გენდერული თანასწორობის საბჭოსთან და/ან შესაბამის სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით; შეიმუშავოს გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის არმოფხვრის კომიტეტისა და შესაბამისი სპეციალური მომხსენებლების რეკომენდაციების ისევე, როგორც უნივერსალური პერიოდული მოხსენებისა და სხვა საერთაშორისო ვალდებულებების / პროცესის, მათ შორის, მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის კონკრეტული ზომები/პოლიტიკა.