ქალთა მიმართ ძალადობის / ოჯახური ძალადობის შესახებ მონაცემების შეგროვების მეთოდოლოგიის დახვეწა
ევროკავშირის პროექტის „გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მხარდაჭერა“ ფარგლებში ეროვნული ექსპერტი მუშაობს შსს-სთან, საქართველოს პროკურატურასთან და უზენაეს სასამართლოსთან ერთიანი მეთოდოლოგიის შემუშავების მიზნით, რაც გაამარტივებს მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას
შეფასდა შემაკავებელი / დამცავი ორდერების შესახებ მონაცემების შეგროვების ამჟამინდელი სისტემა შსს-სა და უზენაეს სასამართლოში. ამ პროცესის განმავლობაში ჩატარდა რამდენიმე შეხვედრა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან; მოხდა არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და გაანალიზება; ხარვეზების განხილვა შესაბამის უწყებებთან. ექსპერტმა შეიმუშავა რეკომენდაციები სისტემის სტამბოლის კონვენციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ჩატარებული შეფასების საფუძველზე უზენაეს სასამართლოში დაიწყო მუშაობა ერთიანი ელექტრონული სისტემის დასანერგად.
დაწყებულია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ მონაცემების შეგროვების პროცესის შეფასება. ამ პროცესების განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა ჩატარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან. არსებული სისტემის სტამბოლის კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად მოხდა საერთაშორისო მეთოდოლოგიების სახელმძღვანელოების გადახედვა და გაანალიზება, რის საფუძველზეც მოხდება ინდიკატორების სიისა და მათი დათვლის მეთოდოლოგიების შემუშავება.